საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

პროექტ E-PSY-ის ფარგლებში სამუშაო ვიზიტი ტრანსილვანიის ბრასოვის უნივერსიტეტში (UTBV), რუმინეთი

პროექტ E-PSY-ის („ფსიქოლოგიური კონსულტაციების ცენტრების გახსნა სტუდენტებისათვის“) ფარგლებში, 2022 წლის 8-12 მაისს, რუმინეთში, ტრანსილვანიის ბრასოვის უნივერსიტეტში (UTBV), სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდნენ ამავე პროექტის პარტნიორი უნივერსიტეტების წარმომადგენლები.

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან (TSU) შეხვედრას ესწრებოდნენ თსუ ფსიქოლოგიური კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრის ფსიქოლოგები/კონსულტანტები ლანა გაჩეჩილაძე და ქეთევან ლეჟავა.

სამდღიანი სამუშაო შეხვედრის განმავლობაში, ტრანსილვანიის უნივერსიტეტის პროფესორებმა, ვოინეა მიკაელამ (Voinea Mihaela), ოანა ალინა ბოტამ (Bota Oana Alina), ანა მარია კაზანმა (Ana Maria Cazan) და დანიელა პორუმბუმ (Daniela Porumbu) მონაწილეებს გააცნეს სტუდენტების საკონსულტაციო ცენტრის მუშობის სპეციფიკა, რაც მოიცავდა მთელ რიგ საკითხებს: ცენტრში არსებული სხვადასხვა კვლევების, აქტივობების და პროექტების შესახებ ინფორმაციას, კონსულტირების და საგანმანათლებლო პროცესში ფსიქოლოგიური ტესტების და შეფასების ინსტრუმენტების გამოყენებას, ასევე, სტუდენტებთან სტრესის დაძლევის მექანიზმებზე გამოცდილების გაზიარებას.

E-PSY პროექტის ოფიციალური ვებ-გვერდი: https://epsy.ge/ka

E-PSY პროექტის ოფიციალური Facebook გვერდი

თარიღი: 23/05/2022